სამეცნიერო ტექსტების თარგმნის თავისებურებები

Main Article Content

ირინა ჯიშკარიანი
მარიანა ბალასანიანი

ანოტაცია

სტატია ეძღვნება სამეცნიერო ტექსტების თარგმნის აქტუალურ საკითხებს. ნაშრომში მოცემულია ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც ამ სპეციფიკური ტექსტების კომპეტენტურ თარგმანს უნდა აკმაყოფილებდეს - ლოგიკურობა, არგუმენტაცია, ეკვივალენტურობა და ადეკვატურობა, სპეციალური ლექსიკისა და ტერმინოლოგიის, შემოკლებების და აბრევიატურების სპეციფიკის ცოდნა, რაც ხელს უწყობს ტექსტის სამიზნე ენაზე თარგმნის სიზუსტეს. სამეცნიერო ტექსტების სწორად და სრულყოფილად თარგმნისთვის აუცილებელია ორიგინალის ტექსტის, ისევე როგორც მნიშვნელობის ზუსტი გადმოცემა მაქსიმალურად მოკლე და ლაკონური ფორმით, რაც თან ახლავს სამეცნიერო ლიტერატურის სტილს.

საკვანძო სიტყვები:
სამეცნიერო ტექსტების თარგმანი, სამეცნიერო სტილი, ადეკვატურობა, ეკვივალენტურობა, ტერმინები, შემოკლებები, აბრევიატურა
გამოქვეყნებული: Jan 9, 2021

Article Details

სექცია
თარგმანმცოდნეობა